კლინიკა "გული"

დაარსდა 1996 წლის 1 აპრილს ქ. თბილისში. 

პროფესორ ანზორ მელიას ხელმძღვანელობით.

ზუგდიდის ფილიალი გაიხსნა 

2005 წლის 23 ნოემბერს

   მე ბედნიერი ვარ, რომ იმ ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ევროპული დონის კლინიკას ჩავუყარე საფუძველი. ამ კლინიკის შექმნით მე ძეგლი დავუდგი ჩემს მშობლებს, ბებიებს, გამზრდელ დეიდებს და ბიძას, ძვირფას მშობლებს, ჩემს ზუგდიდელ მასწავლებლებს და მთლიანად ზუგდიდელებს, რომელთა მეშვეობით ჩამოვყალიბდი პიროვნებად და პროფესიონალად.

   მე მიხარია, რომ ქალაქში, სადაც დედის შთაგონებით ექიმობაზე სერიოზულად ოცნება დავიწყე, მრავალი ათეული წლის შემდეგ უკვე წარმატებულმა ექიმმა შევძელი მშობლიურ ქალაქისათვის მეჩუქებინა კლინიკა, სადაც დასაქმდა ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრი და შეიქმნა ერთი დიდი, პროფესიული ოჯახი, რომლის მთავარი დევიზია:
"გულის მკურნალი მხოლოდ გულია"
საქართველო, ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას #36, 8(215) 55444 (საკონტაქტო), 877–200–022 (სასწრაფო), guli@guli.ge