კარდიოლოგიური კლინიკა "გული"–ს ზუგდიდის ფილიალში
ფუნქციონირებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც მუშაობს 24 საათიან
რეჟიმში. სასწრაფო დახმარების
ბრიგადის განკარგულებაშია 2 ავტომობილი: რეანომობილი და
სასწრაფო კარდიოლოგიური დახმარების ავტომობილი. ავტომობილები
აღჭურვილია სასწრაფო გადაუდებელი და რეანიმაციული ღონისძიებების
ჩასატარებელი ყველა საჭირო დანადგარით: ხელოვნური სუნთქვის აპარატით,
კარდიომონიტორით, ელექტროკარდიოგრაფით, დეფიბრილატორით,
შპრიც–ქაჩით, მრავლობითი მოტეხილობისას საჭირო ფიქსატორებით და სხვა
სამედიცინო აქსესუარებით და მედიკამენტებით. რეანომობილი
სპეციალიზირებული რეანიმაციული სასწრაფო დახმარების ავტომობილია, რომლის
საშუალებით შესაძლებელია მძიმე პაციენტების შორ მანძილზე ტრანსპორტირება. სასწრაფო
დახმარების ექიმებს და ექთნებს გააჩნიათ ყველა ის აუცილებელი უნარ–ჩვევა,
სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ისინი მაღალკვალიფიცირებულად ასრულებენ
თავიანთ სამსახურს.
საქართველო, ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას #36, 8(215) 55444 (საკონტაქტო), 877–200–022 (სასწრაფო), guli@guli.ge