კარდიოლოგიური კლინიკა “გული” არის ყველაზე ახალგაზრდა და დინამიურად განვითარებადი კლინიკა სამეგრელოში. მისი არსებობის მეორე წელს, გაიხსნა ინტენსიური თერაპიის ბლოკი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კარდიორეანიმაციული განყოფილება არის 15 საწოლზე. თითოეულ საწოლზე დამონტაჟებულია თანამედროვე რეანიმაციული და დიაგნოსტიკური აპარატურა, ესენია:
 -   კარდიომონიტორი, რომელიც 24 საათის განმავლობაში უწყვეტად იღებს ელექტროკარდიოგრამას, ზომავს სისხლში ჟანგბადის შემცველობას, ითვლის სუნთქვის სიხშირეს და ზომავს არტერიულ წნევას;
 -  ლინეომატი, სპეციალური მოწყობილობა, რომელიც საჭირო პრეპარატის უწყვეტად და მკაცრად დოზირებულად შეყვანის საშუალებას იძლევა;
 -     ჟანგბადის აპარატი;
 -     დეფიბრილატორი.
    კარდიორეანიმაციაში იღებენ სტაციონარული მკურნალობისთვის პაციენტებს შემდეგი კარდიოლოგიური დაავადებებით:
 -     მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი
 -     არასტაბილური სტენოკარდია
 -     მწვავე გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება
 -     რთული რითმის დარღვევები
 -     კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი
 -     ჰიპერტონული დაავადება
 -     გულის მანკები
 -     მიოკარდიტი
 -     კარდიომიოპათიები
 კარდიოლოგიური პაციენტების ფუნქციური მდგომარეობის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეზერვის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია და დოპლერექოკარდიოგრაფია, გულმკერდის რენტგენოგრაფია, დატვირთვის ტრედმილ ტესტი, ეკგ-ს და არტერიული წნევის 24 საათიანი მონიტორინგი.
    მკურნალობისას ხდება მედიკამენტების (ანტიკოაგულანტები, ვაზოდილატატორები, ანტიარითმული საშუალებები) უწყვეტად და მკაცრად დოზირებულად (ლინეომატის საშუალებით) ინტრავენურად შეყვანა. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ელექტრული კარდიოვერსია და კარდიოსტიმულაცია.
  კარდიორეანიმაციის კოლექტივი დაკომპლექტებულია ექიმებით და ექთნებით, რომლებსაც აქვთ კარდიორეანიმაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
  გარდა მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობისა, ყველა პაციენტისათვის შექმნილია მაქსიმალურად კომფორტაბელური პირობები, პალატები აღჭურვილია: ტელევიზორით, ტელეფონით, მაცივრითა და კონდენციონერით.
    პაციენტები, რომლებიც გადიან სტაციონარში კარდიოლოგიურ მკურნალობას, უფასოდ უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები: 
 1.   დოპლეროექოკარდიოსკოპი
 2.   ელექტროკარდიოლოგრაფია (ე.კ.გ)
   კარდიოლოგიური ავადმყოფები სტაციონარში მკურნალობის პერიოდში მარაგდებიან მედიკამენტებით.
საქართველო, ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას #36, 8(215) 55444 (საკონტაქტო), 877–200–022 (სასწრაფო), guli@guli.ge